“გლობალური მეწარმეობის კვირეული’’ | Storytelling - Lessons Learnt

19 ნოემბერი 2022

18 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში „გლობალური მეწარმეობის კვირეულის“ ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსია - Startup Night. დისკუსიის თემა იყო - Storytelling - Lessons Learnt.

 

ღონისძიების მოდერატორი იყო გიორგი ბურდული - კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე; ტელეკომპანია ფორმულას წამყვანი (ბიზნეს ლიდერები).

 

შეხვედრას წარუძღვნენ სპიკერები:

 

სოფო ჭყოიძე - ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების პლატფორმის, გლობალური ლიდერი კომპანიის Impel-ის ვიცე-პრეზიდენტი საოპერაციო მიმართულებით; Pulsar-ის თანადამფუძნებელი;

 

ბექა დალაქიშვილი - ციფრული ინვოისირების პლატფორმა კერნელის დამფუძნებელი და დირექტორი;

 

გაბრიელ მელივა - დისტანციური იდენტიფიკაციის სტარტაპის Kvalifika-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

„გლობალური მეწარმეობის კვირეული’’ არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტი, რომლის მიზანია მეწარმეობის პოპულარიზაცია, ინოვაციური სტარტაპების ფორმირების ხელშეწყობა და ახალგაზრდა თაობის მოტივაცია და მხარდაჭერა. ყოველწლიურად პროექტის ფარგლებში 170-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 15 მილიონზე მეტი ადამიანი.