პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდა

14 თებერვალი 2022

 

საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა Malta Medical Journal გამოაქვეყნა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას სამეცნიერო სტატია The impact of part-time employment on students' health ("დასაქმების გავლენა სტუდენტების ჯანმრთელობაზე")

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სტუდენტები არა მხოლოდ იძენენ ცოდნას, არამედ დასაქმებულები არიან და მუშაობენ ნახევარ ან სრულ განაკვეთზე. 

 

სტუდენტების დასაქმება გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ისევე როგორც აკადემიურ მოსწრებაზე. კვლევის მიზანი იყო სტუდენტების დასაქმებას ჯანმრთელობასა და აკადემიურ მოსწრებას შორის კავშირის შეფასება. 

 

კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტების უმრავლესობა ირჩევს ისეთ სამუშაო ადგილებს, რომლებიც არ საჭიროებს სპეციალიზებულ უნარებს, რაც მიგვანიშნებს, რომ სტუდენტების დასაქმება ძირითადად დაკავშირებულია შემოსავლების მიღებასთან და ხელს არ უწყობს პროფესიული გამოცდილების განვითარებას.

 

კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა უნივერსიტეტებისათვის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან სტუდენტთა დასაქმების ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავებაში.

ჟურნალი Malta Medical Journal ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში. 

იხილეთ სტატიის ბმული

 

სტატიის PDF ვერსია  

 

Tengiz Verulava, Revaz Jorbenadze. The impact of part-time employment on students' health. Malta Medical Journal. 2022; 34 (1): 50-57.