ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის შიდა სასკოლო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

25 მაისი 2023

22 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის შიდა სასკოლო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დიპლომირებული მედიკოსისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამების სტუდენტებმა.

 

აღნიშნული კონფერენციის მიზანი გახლდათ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში სამეცნიერო პოტენციალის განვითარება.

 

სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ კონფერენციის გამარჯვებულებად გამოავლინა დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტების, ნუცა პირადაშვილისა და ბარბარე ტაბიძის ნაშრომი თემაზე ,,Influenza & Respiratory Virus Clinical and Epidemiological Characteristics among Children in Georgia" (სამეცნიერო ხელმძღვანელი ანა მაჩაბლიშვილი).

 

მეორე ადგილი კი დაიკავა ჯანდაცვის მენეჯმენტის სტუდენტმა, ნუცა გრძელიშვილმა, რომელმაც იმუშავა თემაზე ,,ლოგისტიკური სერვისების როლი ჰოსპიტლების მართვაში".

 

სტუდენტები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით.