თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი ევროპულ ჟურნალში გამოქვეყნდა

19 აპრილი 2023

ევროპულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში “Family Medicine & Primary Care Review” გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას - ნაშრომი „Barriers to effective communication between family physicians and patients in Georgia“.

 

იხილეთ სტატიის ბმული.

 

Verulava T. (2023). Barriers to effective communication between family physicians and patients in Georgia. Family Medicine & Primary Care Review. 25(1), 80-85. https://doi.org/10.5114/fmpcr.2023.125498

 

ჟურნალი “Family Medicine & Primary Care Review” ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

იხ. https://www.scopus.com/sourceid/4700152222

 

ექიმ-პაციენტის ეფექტური კომუნიკაცია მედიცინის მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მას უდიდესი გავლენა აქვს დაავადების სწორ დიაგნოსტიკაზე,  მკურნალობის შედეგზე, პაციენტის კმაყოფილებაზე და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. კვლევის მიზანს შეადგენდა პაციენტებსა და ოჯახის ექიმებს შორის ეფექტური კომუნიკაციის ძირითადი ბარიერების გამოვლენა. კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახის ექიმებსა და პაციენტებს შორის აქტიური კომუნიკაცია ასტიმულირებს პაციენტების მოტივაციას და თავდაჯერებულობას, რაც დადებითად აისახება მათ მკურნალობაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეფექტურ კომუნიკაციას იმ პაციენტებთან, რომელთა ჩართულობაც დაბალია მკურნალობაში.