კახა შენგელიას, თენგიზ ვერულავას და გიორგი მახარაშვილის სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში

21 მარტი 2023

ევროპულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში JOURNAL OF LEARNING FOR DEVELOPMENT კახა შენგელიას, თენგიზ ვერულავას  და გიორგი მახარაშვილის სამეცნიერო ნაშრომი Challenges of Distance Learning at Universities during the COVID-19 Pandemic in Georgia გამოქვეყნდა.

ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, CiteScoreTracker 2022 - 1.5.

 

 

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ, რომელიც COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, განაპირობა საზოგადოებისა და ეკონომიკის მრავალი გამოწვევა.

 

ნაშრომში განხილულია პანდემიის შედეგად დისტანციური სწავლების შეფასება სტუდენტების და პედაგოგების პერსპექტივიდან. რესპოდენტების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს დისტანციური და აუდიტორული სწავლის მეთოდების სინთეზს, რადგან იგი უკეთ ითვალისწინებს ცალკეული საგნების სპეციფიკას და თავად სტუდენტების არჩევანის შესაძლებლობას.

 

ხარვეზებიდან დასახელდა შეზღუდული კომუნიკაცია, ტექნიკური წვდომის სირთულეები, ინტერნეტთან წვდომის დაბალი ხარისხი და გაუმართაობა, გართულებული სოციალური ურთიერთობები.