კავკასიის ბიზნესის სკოლა (კ.ბ.ს.) დაარსდა 1998 წელს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე შექმნილი კონსორციუმის მიერ, რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ:
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი (თეუსი) და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯ. მაკ რობინსონის ბიზნესის კოლეჯი უზრუნველყოფს სწავლებისა და კვლევის მაღალ დონეს. ამ კოლეჯში მუშავდება და ხორციელდება საერთაშორისო აღიარების მქონე პროგრამები. U.S. News & World Report–ის მიხედვით ჯ. მაკ რობინსონის კოლეჯი ამერიკაში საუკეთესო სამაგისტრო (MBA) პროგრამის მქონე კოლეჯებს შორის ერთ-ერთ წამყვან კოლეჯად არის აღიარებული, რაც, თავის მხრივ, აისახება მის მოღვაწეობაში ოთხ კონტინენტზე, რომელსაც იგი ახორციელებს გაცვლითი ხელშეკრულებების, პარტნიორობისა და ხარისხის ერთობლივი პროგრამების საშუალებით. ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (GSU) და კავკასიის ბიზნესის სკოლას შორის პარტნიორობას აფინანსებს ევრაზიის ფონდი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
2004 წელს, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე დაფუძნდა კავკასიის უნივერსიტეტი. ამჟამად კ.ბ.ს. წარმოადგენს კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთ სკოლას.
კავკასიის ბიზნესის სკოლის მისია
კავკასიის ბიზნესის სკოლის მისიაა თითოეული სტუდენტის პროფესიონალად ჩამოყალიბება ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.
კავკასიის ბიზნესის სკოლაში არსებული პროგრამები
კავკასიის ბიზნესის სკოლა მსურველებს სთავაზობს საბაკალავრო, ორმაგ საბაკალავრო, სამაგისტრო, ორმაგ სამაგისტრო, სადოქტორო, სასერტიფიკატო და პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამებს.
საბაკალავრო პროგრამის სპეციალობებია:
კავკასიის ბიზნესის სკოლის (კავკასიის უნივერსიტეტი) და ჯ.მაკ. რობინსონის ბიზნესის სკოლის (ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამის სპეციალობებია:
სამაგისტრო პროგრამის სპეციალობებია:
კავკასიის ბიზნესის სკოლის (კავკასიის უნივერსიტეტი) და გრენობლის ბიზნესის სკოლის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის სპეციალობებია:
კავკასიის ბიზნესის სკოლის (კავკასიის უნივერსიტეტი) და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სპეციალობებია:
პროფესიული უმაღლესი განათლების სპეციალობებია:
ამ პროგრამებთან ერთად კავკასიის ბიზნესის სკოლას ასევე გააჩნია სასერთიფიკატო და სპეციალური საორგანიზაციო ტრენინგების პროგრამები.