CU ონლაინ ჩართვა აბიტურიენტებისთვის

24 ივნისი 2020

30 ივნისს, 15:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის საინფორმციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის.

მათ, ვინც დიდი ხანია ელით ჩვენთან შეხვედრას, გაქვთ შესაძლებლობა თვალი ადევნოთ ფეისბუკ ლაივს, მიიღოთ ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებზე და დასვათ კითხვები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

რეგისტრაცია გაიარეთ მითითებულ ბმულზე და ჩვენ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე.