ინტეგრირებული მედიაკურსის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება

28 ოქტომბერი 2012
ბიბლიოთეკის დარბაზში ინტეგრირებული მედიაკურსის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.

მედიაკურსის მონაწილეები თბილისის სხვადასხვა სკოლების კონკურსის წესით შერჩეული მოსწავლეები იყვნენ. მოსწავლეებმა ჟურნალისტიკის საფუძვლები და მედიასთან დაკავშირებული საგნები გაიარეს. ინტეგრირებული მედიაკურსი რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. "კავკასიის უნივერსიტეტის" სახელით კურსს "კავკასიის მედიის სკოლის" კურსდამთავრებულები, მაგისტრანტები და მეოთხე კურსის სტუდენტები უძღვებოდნენ.

პროექტის ინიციატორი თბილისის 98-ე სკოლა იყო.

კავკასიის უნივერსიტეტის ინტეგრირებული მედიაკურსი ტრადიციად იქცევა.

{phocagallery view=category|categoryid=170|limitstart=0|limitcount=0}