სიახლეები

15
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტი საგრანტო პროექტის - „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“ - გამარჯვებულია (CIF)

კავკასიის უნივერსიტეტმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმარჯვა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 02 ივნისის №582615 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF-ის (საქართველო I2Q  ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი) ფარგლებში გამოცხადებულ, პირველ საგრანტო კონკურსში. 

14
ივნ
საინფორმაციო შეხვედრა - როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან?

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა  ზუგდიდის, ტექნოპარკში, გამართა შეხვედრა თემაზე: „როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან“. ღონისძიებას დაესწრნენ სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული პირები.

13
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა მონაწილეობდა ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტში EDUPART

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლამ (CSG) მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში EDUPART, რაც მოიცავდა საჯარო პოლიტიკასა და ადმინისტრირებაში დისტანციური სწავლების სამი კურსის ჩატარებას  DSL Moodle-ის საშუალებით:

31
მაი
საინფორმაციო შეხვედრა - როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან?

31 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა თელავისა და ახმეტის ტექნოპარკებში, გამართა შეხვედრა თემაზე: როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან?

25
მაი
საინფორმაციო შეხვედრა - როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა, გურჯაანის ტექნოპარკში გამართა შეხვედრა თემაზე: „როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან“. ღონისძიებას დაესწრნენ სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული პირები.

28
აპრ
საინფორმაციო შეხვედრა - როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან

28 აპრილს, კასპის ტექნოპარკში, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა გამართა შეხვედრა თემაზე: „როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან“. ღონისძიებას დაესწრნენ სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული პირები.

12
ივნ
შეხვედრა მესამე მისიის საპილოტე პროექტთან დაკავშირებით

30   მაისს,  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  პროექტის  „მესამე მისიის ხარისხს და  შესაბამისობის გაძლიერება  საქართველოს  უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის EFMD-ის  მენტორები კრისტოფ  ტერასი (Christophe Terrasse) და ჟან ბაპტისტ მილარდი (Jean-Baptist Maillard) ეწვივნენ.

29
მაი
ფოტოგამოფენა და დისკუსია - ნამდვილი მე საზოგადოებაში

27 მაისს,  ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური ფოტო-გამოფენა - ,,ნამდვილი მე საზოგადოებაში“.

25
მაი
საზრისზე ორიენტირებული ცხოვრება,როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარი

24 მაისს,ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიბრარეა’’-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - ,,საზრისზე ორიენტირებული ცხოვრება, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარი (ვიქტორ ფრანკლის ცხოვრებისა და შემოქმედების მაგალითზე)“.

 

 

25
მაი
ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეული - შეხვედრა „აიბი მთიები''-ის მე-11 კლასის მოსწავლეებთან

22 მაისს, ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგები, ერეკლე იმედაშვილი და ნანა ხარაბაძე სკოლა „აიბი მთიების“ მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.