თუ ხარ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი შესაძლებლობა გაქვს მონაწილეობა მიიღო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისის ეგიდით დაგეგმილ ხუთ დღიან სამეწარმეო ბუთქემფში - Introduction to Lean Startup Methodology, რომელიც გაიმართება 18-22 ნოემბერს.
ტრენინგებს გაუძღვებიან ბობ სმიტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის, ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულების ვიცე პრეზიდენტი და კერი სლატერი, ჯორჯ ვაშინგტონის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისის წარმომადგენელი.
ბუთქემფში ტრენერების სახით ასევე ჩართულები იქნებიან ადგილობრივი ეკოსისტემის წარმომადგენლებიც.
შეხვედრების განმავლობაში, კავკასიის უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები, შექმნან გუნდები ინტერესების მიხედვით და გაეცნონ სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად თემას. ეს მოიცავს ლინ სტარტაპის მეთოდოლოგიას, სტარტაპ იდეის გენერაციასა და ვალიდაციას, მომხმარებელთან ურთიერთობას, ღირებულების შეთავაზებას, ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებას, ბაზრის კვლევას, ბრენდინგს, დაფინანსების მოზიდვას, ფინანსური პროგნოზებს, ფიჩინგსა და მის ტექნიკებს.
შეხვედრები მოიცავს ტრენინგებს, ინდივიდუალურ მენტორინგ სესიებს და ვორკშოპებს, რომელიც დასრულდება დემო დღით, სადაც გუნდებს საშუალება ექნებათ წარადგინონ თავიანთი იდეის პრეზენტაციები.
ბუთქემფი განხორციელდება სამეწარმეო კვირეულისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის, CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ“ (EEPIIQ) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.
გაითვალისწინეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.