სტარტაპ ინკუბატორის III ონლაინ ლექცია

14 ოქტომბერი 2025

22 სექტემბერს, სტარტაპ ინკუბატორის პროგრამის ფარგლებში გაიმართა მესამე ონლაინ ლექცია თემაზე: „სამიზნე ბაზარი და მისი მასშტაბი (TAM, SAM, SOM)“, რომელსაც უძღვებოდა ტრენერი გიორგი ვოლსკი. სესიის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ბაზრის ანალიზის, სეგმენტაციისა და პოზიციონირების საფუძვლების გაცნობა - როგორც სტარტაპის მდგრადი და მასშტაბირებადი განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტების.

 

ლექციის განმავლობაში მონაწილეებმა ისწავლეს ინდუსტრიის, ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის მეთოდები, ასევე გაეცნენ ბაზრის სტრუქტურის შეფასების მოდელს TAM, SAM, SOM (Total Addressable Market, Serviceable Available Market, Serviceable Obtainable Market) მიხედვით. ტრენერმა პრაქტიკული მაგალითებით აუხსნა, როგორ უნდა განსაზღვრონ სტარტაპებმა თავიანთი სამიზნე ბაზარი, გამოავლინონ ნიშური სეგმენტები და მოახდინონ პროდუქტის ეფექტიანი პოზიციონირება კონკურენტულ გარემოში.

 

სესიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიზანშეწონილობის ანალიზსა და შესაძლებლობების ბადის შექმნის პროცესს, რაც მონაწილეებს დაეხმარა ბაზრის პოტენციალის შეფასებაში და განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაში.