საჯარო ლექცია თემაზე "ფემიციდი და ადრეული ქორწინება"

11 იანვარი
რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საჯარო ლექცია თემაზე "ფემიციდი და ადრეული ქორწინება". 

შეხვეხდრის ფარგლებში დაიგეგმა გასვლითი ტრენინგი, დაინტერესებული სტუდენტებისთვის. ლექციების და ტრენინგების თემატიკა იქნება გენდერის ირგვლივ.


ორგანიზაცია 
 გეგმავს შეარჩიოს ერთი ან რამდენიმე სტუდენტი, რომელიც 6 თვის ვადით დასაქმდება ორგანიზაციის ვებ პორტალზე. გაცნობებთ რომ სტაჟირება ანაზღაურებადია და პრაქტიკის გავლის თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახალგაზრდა დამწყები ჟურნალისტებისთვის.
ასევე დაგეგმილია დოკუმენტური ფილმის გადაღება და სურვილს გამოთქვამენ რომ სწორედ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობით მოხდება აღნიშნული ფილმის გადაღება.

კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე რუსეცკაია, რომელმაც წაიკითხა 45 წუთიანი ლექცია, რომლის თემაც იყო "ფემიციდი და ადრეული ქორწინება" მან ასევე დეტალურად ისაუბრა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შესაძლო სტაჟირების და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის შესახებ.

რაც შეეხება ქალთა საინფორმაციო ცენტრს, ეს ორგანიზაცია დაარსდა 15 წლის წინ და მუშაობს ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ბევრ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს ორგანიზაციის საქმიანობის სფერო, ეს არის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ქალთა უფლებების და გენდერის მხრივ სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, ინსტიტუციური მექანიზმი და ა.შ.

{phocagallery view=category|categoryid=680|limitstart=0|limitcount=0}