იურისტთა დებატები

11 იანვარი

2011 წლის 21 დეკემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმირებისა და სწავლების ცენტრის" ხელმძღვანელობით გაიმართა დებატები თემაზე: "არჩევნებში მონაწილეობა - უფლება, თუ მოვალეობა". ეს იყო საპილოტე პროექტი.

 

კონკურსი სამი რაუნდისგან შედგებოდა: პრეზენტაცია, პაექრობა და ინტერაქტიური შეჯიბრი. დებატებში ორმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც დაკომპლექტებული იყო კავკასიის სამართლის სკოლის 7 სტუდენტით და 3 კურსდამთავრებულით.