მარკეტინგის სამსახურის უფროსმა თამარ გელანტიამ და ინტერნეტ–სუპერმარკეტის პროექტის მენეჯერმა მარიტა გენებაშვილმა ბიზნესის სკოლის სტუდენტებისათვის დისტრიბუციისა და განაწილების არხების შესახებ ლექცია წაიკითხეს.
"მომეწონა ძალიან. პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველაფერი ნათლად და გარკვევით იყო ახსნილი. მიღებული რჩევები აუცილებლად დაგვეხმარება სამომავლოდ კარიერულ წინსვლაში. ყველასთვის, განსაკუთრებით კი მათთვის იქნება მნიშვნელოვანი, ვინც მარკეტინგის მიმართულებით გააგრძელებს სწავლას. მსგავსი სახის შეხვედრების დროს ძალიან გვეხმარება პრაქტიკული ელემენტის (ბრეინშტორმინგი) ჩართვა, რათა უფრო კარგად აღვიქვათ მოწოდებული მასალა". ასე შეაფასა ბიზნესის სკოლის მეორე კურსის სტუდენტმა თამარ ემირიძემ ჰიპერმარკეტ "გუდვილის" წარმომადგენელთა ლექცია.
შეხვედრა ჰიპერმარკეტ ”გუდვილის” მარკეტინგის გაყოფილების წარმომადგენლებთან
11 იანვარი