კავკასიის უნივერსიტეტისა და ზემო ავსტრიის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი

11 იანვარი
"ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის" პრეზიდენტს, ჟერალდ რაიზინგერს შეხვდა.

შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ერთობლივი პროექტი განიხილეს. გეგმის თანახმად 2014 წელს ორი უნივერსიტეტის თანმაშრომლობის საფუძველზე თბილისში - "ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი კავკასიაში" დაფუძნდება.

უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულება, კავკასიის რეგიონში სტუდენტებისათვის ინჟინერიაში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო განათლების მიწოდება იქნება.

უნივერსიტეტი აკრედიტებული იქნება როგორც საქართველოში, ასევე ავსტრიაში, შესაბამისად, კურსდამთავრებულები ორივე ქვეყნის მიერ აღიარებულ დიპლომს მიიღებენ.

საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტების მიღებას უნივერსიტეტი 2016 წლიდან გეგმავს.

{phocagallery view=category|categoryid=419|limitstart=0|limitcount=0}