ღონისძიებას უძღვებოდა კავკასიის ტურიზმის სკოლის აკადემიური პროგრამის დირექტორი, პროფესორი თემურ ხუციშვილი. აღნიშნულ საღამოზე გაიმართა ბატონ ნუგზარ სხირტლაძის წიგნის „დვრიტას" პრეზენტაცია, რომელიც თავად ავტორის მიერ მოპოვებული ნოველებისგან შედგება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბატონ ნუგზარ სხირტლაძის ოჯახის წევრები, ნათესავები, უახლოესი მეგობრები და კოლეგები. მათ ბატონ ნუგზართან
ერთად გატარებული წლები გაიხსენეს. გამომსვლელთა შორის იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი დავით გორდეზიანი, საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორი ჰამლეტ მელაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ სოლოღაშვილი, საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის წარმომადგენელი პროფესორი მალხაზ კერესელიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ჯანგველაძე, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი პროფესორი გურამ ლეჟავა, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი პროფესორი შალვა მაჭავარიანი, ბავშვობის მეგობარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სირაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის მენეჯერი თამარ ქობულაძე, ხათუნა სხირტლაძე.
საღამოს დასასრულს ბატონმა ნუგზარ სხირტლაძემ გულითადი მადლობა გადაუხადა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, ასევე ორგანიზატორებს - კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
{phocagallery view=category|categoryid=611|limitstart=0|limitcount=0}