დახმარება მარიუპოლის ბავშვებს

11 იანვარი
ინიციატივის მიზანია აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარება.

გადაწყვეტილება კახა შენგელიამ უკრაინაში, რადას განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან ლილია გრინევიჩთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

უნივერსიტეტში დაიდგა სპეციალური ყუთები, რომელშიც ნებისმიერ მსურველს პირველადი მოხმარების საგნების, პროდუქტების, ტანსაცმლისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მოათავსება შეუძლიათ. სხვადასხვა საჭიროებები უკრაინის, კერძოდ კი, ქალაქ მარიუპოლის ბავშვებს მოხმარდება .

უკრაინული მხარიდან მოწოდებული საჭიროებათა ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ დანართში. 

კავკასიის უნივერსიტეტი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ სოლიდარობა და დახმარების სურვილი იმ ხალხის მიმართ, რომელიც უსამართლო აგრესიის მსხვერპლია. ასევე კავკასიის უნივერსიტეტი მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს ჩაერთონ აქციაში.

შეგახსნებთ, რომ უკრაინაში განხორციელებულ საომარ მოქმედებებს ათასობით ადამიანი შეეწირა, მილიონამდე ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა.



{phocagallery view=category|categoryid=629|limitstart=0|limitcount=0}