2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი - იმპლემენტაციის კონფერენცია თბილისში

28 მაისი 2018

28-29 მაისს, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით გაიმართა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის თემაზე.

 

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, კახა შენგელია და ზემო ავსტრიის უნივერსიტეტის რექტორი ჯერალდ რაიზინგერი.

 

აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას, სადაც დიპლომატიური მისიების, სამეცნიერო წრეების, სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ისევე როგორც სხვა დაინტერესებულ მხარეებს, საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ იმპლემენტაციის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღებულ გამოცდილებებზე.

 

კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საერთაშორისო პარტნიორები - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN). კონფერენციის მხარდამჭერია კავკასიისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი.