5 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის ეზოში, უნიკალური ჯიშის - ფსტის ხეები დაირგა.
უნიკალური ნერგები კავკასიის უნივერსიტეტს ფერეიდნელმა ქართველებმა, კახა მულიანმა და ნიკა მულიანმა საჩუქრად გადასცეს და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ კახა შენგელიასთან ერთად დარგეს.
ფსტის უნიკალური ჯიშები, კახა და ნიკა მულიანების წინაპრებმა, 400 წლის წინ საქართველოდან ირანში წაიღეს, ახლა კი ირანიდან სამშობლოში დააბრუნეს.