აზერბაიჯანის ელჩის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

17 თებერვალი 2022

 

15 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ფაიგ გულიევი ეწვია.

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ რამელ ლატიფოვი, მესამე მდივანი და ირენა მელუა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი. 

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანის უნივერსიტეტებსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, კავკასიის კვლევების ინსტიტუტისა და აზერბაიჯანოლოგიის პროგრამის განვითარების საკითხები. 

 

აზერბაიჯანის ელჩს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ კამპუსი დაათვალიერებინა და უნივერსიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი  პროექტები და  სიახლეები გააცნო.