კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრის ტრენინგი ქუთაისში

30 სექტემბერი 2024

26-28 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანმა ცენტრმა ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) ქუთაისში ჩაატარა მორიგი ინტენსიური, მაღალი დონის ტრენინგ კურსი, ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოში“.

 

კურსში მონაწილეობა მიიღეს კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა სტუდენტებმა, უსდ-ის ადმინისტრაციამ და აკადემიურმა პერსონალმა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. 

 

კურსი გახსნა პროექტის კოორდინატორმა და ისაუბრა  ევროკავშირის ინსტიტუტებსა და პოლიტიკებზე და ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თანამედროვე დინამიკაზე. პროექტის ექსპერტებმა გააშუქეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს დაახლოება ისეთ სფეროებში, როგორიცაა - შრომის სამართალი, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა უფლებები, კონკურენციის პოლიტიკა, საჯარო ადმინისტრირება და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.

 

მონაწილეები ასევე გაეცნენ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს და მათ ფუნქციონირებას სიმულაციური სავარჯიშოს მეშვეობით. 

 

დატვირთული დღის წესრიგის მიუხედავად, სასწავლო კურსი იყო ძალიან ინტერაქტიული, აუდიტორიის მაღალი ჩართულობით. მასპინძელი მხარისა და მონაწილეების შეფასებით კურსის შინაარსი იყო ინფორმაცია-ტევადი, სიახლეებსა და ანალიტიკაზე ორიენტირებული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ პროფესიულ თუ, კვლევით ინტერესებს.

 

კურსის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ კავკასიის უნივერსიტეტის სერთიფიკატები.