კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოს ამერიკელი მეგობრების საქველმოქმედო გალა საღამოს მონაწილე იყო

5 აპრილი 2023

1 აპრილს, სასტუმრო შერატონში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ საქველმოქმედო გალა საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას კავკასიის უნივერსიტეტი იღებდა. 

 

საქველმოქმედო საღამო საზეიმო მიღებას, სადილს, აუქციონს, პროზების გათამაშებას და კონცერტს მოიცავდა. უნდა აღნიშნოს, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა აუქციონზე შემდეგი მხატვრების ნახატები და ნამუშევრები შეიძინა: მარკ შაგალის, ლევან ბუჯიაშვილისა და გიორგი ალექსი-მესხიშვილის.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქველმოქმედო საღამოს საქმიანობის ისტორიაში, 2023 წლის გალამ რეკორდი მოხსნა ქველმოქმედებისთვის შემოსული ბიუჯეტით.

 

AFG გალა ამერიკის ელჩის პატრონაჟით ხორციელდება. ორგანიზაციას საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობის 29 წელი შეუსრულდა. "საქართველოს ამერიკელი მეგობრები" 1994 წლიდან მუშაობს ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო, სოციალურ და გარემოსდაცვით პროექტებზე. ეხმარება მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს, მარტოხელა დედებს, მიუსაფარ ბავშვებსა და მოხუცებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.