სპარსულენოვანი ტრენინგების სერტიფიკატების გადაცემის მეხუთე ღონისძიება

20 მაისი 2022

19 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, სპარსულენოვანი ტრენინგების სერტიფიკატების გადაცემის მეხუთე ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ირანელი მსმენელების და სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა.

 

ღონისძიების დაწყებამდე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, RAQ GROUP-ის დირექტორს, მასუდ არაბს, კულტურის ატაშეს მოჰამად ალი მეჰრი არდესთანს, ასევე შაჰიდ ბეჰეშტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, მორთეზა თაჰამიფურ ზარანდის და ყოდრათოლაჰ თაჰერის, უმასპინძლა.

 

შეხვედრას კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ასევე ესწრებოდნენ: მაია მუშკუდიანი, ტრენინგ ცენტრის გაყიდვების მენეჯერი, შოთა ნიჟარაძე, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი და ამინ ნაგელიანი, პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

 

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს და განიხილეს დეტალები უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო მიმართულებით.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, მოჰამედ ღობადი რად - ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, მორთეზა თაჰამი ფურ ზარანდი- შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და პოლიტიკის სკოლის კვლევითი მოადგილე, მასუდ არაბი - RAQ GROUP-ის დირექტორი, ნატა დავითაშვილი - საქართველო განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს უფროსის მოადგილე, აჰმად ალი მეჰრი არდესთანი - ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშე, ნიკოლოზ ნახუცრიშვილი - საქართველოს საელჩოს კულტურის ყოფილი ატაშე, სპარსული ფილოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ილიას უნივერსიტეტში, მკვლევარი, ყოდრათოლაჰ თაჰერი - შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტის ლიტერატურისა და უცხო ენების სკოლის სპარსული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის დირექტორი.

 

ღონისძიების მსვლელობისას სპიკერები მიესალმნენ აუდიტორიას, ასევე წარადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს ქართულ-სპარსულ ურთიერთთანამშრომლობაზე, გარდა ამისა, აუდიტორიამ ირანული ტრადიციული სიმღერები მოისმინა.

 

ღონისძიების მოდერატორები იყვნენ: პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ამინ ნაგელიანი, აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი მარიამ ჭანტურია.

 

სპარსულენოვანი ტრენინგები კავკასიის უნივერსიტეტში 2019 წლიდან დაიწყო და ამ ტრენინგების ფარგლებში ჩატარდა სერტიფიკატის გადაცემის მეხუთე ღონისძიება.

 

ღონისძიების ბოლოს, კავკასიის უნივერსიტეტსა და Arman Abi Qeshm (AAQ)-ის ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ბუბა ლეჟავამ, ხოლო Arman Abi Qeshm (AAQ)-ის ორგანიზაციის მხრიდან, აღმასრულებელმა დირექტორმა ვაჰიდრეზა მირაბმა. მემორანდუმი გულისხმობს სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ხარისხის მაძიებელი სტუდენტების მოზიდვას კავკასიის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე.