ბიზნესის სკოლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ანა ელიზაროვას სადოქტორო ნაშრომის დაცვა

5 ივლისი 2022

4 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ანა ელიზაროვას სადისერტაციო ნაშრომის  - "Decision-Making Process in Online Gambling and Main Factors That Affect It (A Case of Georgia)"  დაცვა გაიმართა.

 

დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელ იყო პროფესორი ბორის (ბუბა) ლეჟავა.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

დავით წიკლაური, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

ნიკოლოზ ფარჯანაძე, აფილირებული პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

 

მაკა ბუღულაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, შავი ზღვის ასცორებულმა პროფესორმა მაკა ბუღულაშვილმა.

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით,  ანა ელიზაროვამ  წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი.