5-6 ივნისს, სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) ჟან მონეს სასწავლო მოდულის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საზაფხულო ვორკშოპი - „ევროპული ღირებულებები და იდეოლოგიები“.
ვორკშოპის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის პროფესორმა, გიორგი ცხადაიამ განიხილა ისეთი ძირითადი ევროპული იდეოლოგიები, როგორებიცაა: სოციალ-დემოკრატია, ქრისტიან-დემოკრატია, ლიბერალიზმი და მწვანეობა. ასევე, პროფესორმა ცხადაიამ ისაუბრა მემარჯვენე პოპულიზმის აღმასვლაზე ევროპის ქვეყნებში და ევროპული პოლიტიკის წინაშე მდგარ თანამედროვე გამოწვევებზე.
ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეები აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიებში ევროპული ღირებულებებისა და პოლიტიკური იდეოლოგიების შესახებ. ღონისძიების დასასრულს, მათ გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
ჟან მონეს მოდული ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. გრანტი გაიცემა უმაღლესი განათლების სფეროში, სასწავლო პროცესში მსმენელებისთვის ევროკავშირის სწავლების ინოვაციური და განსაკუთრებული შინაარსის მისაწოდებლად.