20-21 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნანა შარიქაძემ, მონაწილეობა მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტის უედჰემ კოლეჯის საერთაშორისო კონფერენციაში -„Decolonising and Decentering Imperial, Soviet, and Post-Soviet Music Histories" Wadham College, University of Oxford, 20 and 21 March 2025.
იგი წარსდგა თემით -“Soviet Georgian Music of the Thaw, or the Contradictions of Controlled Liberalization” (დათბობის პერიოდის ქართული საბჭოთა მუსიკა, ანუ კონტროლირებული ლიბერალიზაციის წინააღმდეგობები).
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ხელოვნების მსოფლიოში აღიარებული მკვლევარები.