CSL სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები

11 იანვარი
პირველად, სკოლის ისტორიაში, არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლო ფაკულტეტის სამივე საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს. წინა პერიოდებში, უმეტესობა არჩევნებში, მხოლოდ დარბაზის წევრებს ჰქონდათ საარჩევნო ხმის უფლება. შეგახსენებთ, რომ იმავე სისტემით არჩევნები ჩატარდა უნივერსიტეტის სხვა სკოლებშიც. 
 
არჩევნები საყოველთაო, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით გაიმართა. პროცესს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და სხვადასხვა ფაკულტეტმა. შეხვედრა მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შედგა. დამსწრეთა და მონაწილეთა მხრივ აქტივობა უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრების ისტორიაში, ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
 
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ორმა კანდიდატმა: მესამე კურსის სტუდენტმა და მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ჩაკვეტაძემ და ამავე სკოლის პირველკურსელმა თამთა მარღიშვილმა. მუშაობის შეჯამების პარალელურად, მათ, თავ-თავიანთი საარჩევნო პროგრამები აუდიტორიას წარუდგინეს. ამის შემდეგ დაიწყო ხმის მიცემის პროცედურა. საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. ხმები საშუალოდ 85%-15%-ზე გადანაწილდა და გამარჯვება გიორგი ჩაკვეტაძემ მოიპოვა. იგი CSL Union-ის ზედიზედ რიგით მეორე არჩეული პრეზიდენტი გახდა. იგი, მუშაობას, ახალი შემადგენლობის წარდგენის შემდეგ, ამავე კვირიდან განაახლებს.

{phocagallery view=category|categoryid=626|limitstart=0|limitcount=0}