კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო ტურით ათენსა და პელოპონესის ნახევარკუნძულზე იმყოფებოდნენ.
ტურის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს საბერძნეთის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები, კულტურული და ისტორიული ძეგლები, კერძოდ: კორინთოს არხი, მიკენი, ეპიდავროსი, ბურჯის ციხე, ძველი ოლიმპია, პალამიდის ციხე-სიმაგრე, აკროკორინთო, აკროპოლისი, ოლიმპიური სტადიონი, ადრიანეს თაღი, ანაფიოტიკა, მონასტირაკი, პლაკა, ფსირი, ათენის არქეოლოგიური მუზეუმი, სუნიონის კონცხი, პოსეიდონის ტაძარი. გაეცნენ საბერძნეთის ისტორიასა და მითოლოგიას.
CU სასწავლო ტურს უძღვებოდა ელინისტი და მთარგმნელი თათია მთვარელიძე.
გარდა აღნიშნულისა, სტუდენტები ესტუმრნენ ათენის ბერძნულ-ქართულ ინსტიტუტსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „კავკასიას“, რომლის დამფუძნებელიც კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ცნობილი ქართველი ელინისტი ავთანდილ მიქაბერიძეა. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მას სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შეხვედრის ფარგლებში, CU-ის პრეზიდენტმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები. ასევე, CU-ის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის უფროსმა, მერი ხვიჩიამ, საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა კავკასიის უნივერსიტეტის შესახებ.