IAUP-ის კონფერენცია ბაქოში - განათლების მინისტრის შეხვედრა

19 აპრილი 2018

კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, კახა შენგელია, ბაქოში, IAUP-ის კონფერენციაზე იმყოფება. შეხვედრის თემაა „გლობალიზაცია და ახალი გამოწვევები უმაღლეს განათლებაში.“ კონფერენციაზე ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც IAUP-ის ნახევარ წლიურ შეხვედრაში სხვადასხვა ქვეყნის განათლების სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.

 

კავკასიის უნივერსიტეტისა და IAUP-ის პრეზიდენტთან, კახა შენგელიასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვს  შეხვდა, მათ ორი ქვეყნის განათლების სისტემის წარმატებასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

 

მიხეილ ჩხენკელისა და  ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვის  შეხვედრას საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძეც ესწრებოდა.