15-16 მაისს, პეკინში, ჩინეთის სოციალური მეცნიერების აკადემიაში, გლობალური სტრატეგიის ეროვნული ინსტიტუტისა (NIGS) და ჩინეთის სოციალური მეცნიერებების აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონფერენცია აზიური ცივილიზაციების დიალოგზე გაიმართა, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის და IAUP-ის პრეზიდენტი, კახა შენგელია მონაწილეობდა. კონფერენცია ჩინეთის პრეზიდენტმა - სი ძინპინმა გახსნა.
კონფერენციის თემაა „აზიურ ცივილიზაციათაშორისი ერთობლივი სწავლა და კაცობრიობისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნა“. მისი მიზანია აზიური ქვეყნების მეცნიერებს შორის იდეების გაცვლის გაძლიერება, აზიურ ცივილიზაციებს შორის ერთობლივი სწავლის დაწინაურება და საერთო მომავლის მქონე საზოგადოებისთვის გზის გაკვლევა.
კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, კახა შენგელია ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო, რომელიც კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა, თემით: „აზიური ცივილიზაციების კონოტაცია და ევოლუცია.“
ამ მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას 47 ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, იუნესკოს წარმომადგენლები, საერთაშორისო და საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.