“უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) პრეზიდენტის ინაუგურაცია

8 ივლისი 2017

8 ივლისს, “უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) გენერალური ასამბლეის სხდომაზე  კახა შენგელია არჩეულ იქნა IAUP-ის პრეზიდენტად სამი წლის ვადით. ინაუგურაციის ცერემონიალი ჰოფბურგის სასახლეში, ვენაში გაიმართა. ცერემონიას  ესწრებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, 30-მდე ქართული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი და მსოფლიოს 75 ქვეყნის 400-მდე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

 

კახა შენგელიამ თავის საინაგურაციო მიმართვაში აღნიშნა რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში IAUP-ის მთავრი თემა და სლოგანი  იქნება “ინოვაციები განათლებაში უკეთესი მომავლისთვის”. დამსწრე საზოგადოებას მან ასევე გააცნო ის  პრიორიტეტული მიმართულბები რომელზეც IAUP-ი მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში აქტიურად იმუშავებს.

 

დღის მეორე ნახევარში კახა შნეგელიამ, IAUP-ის პრეზიდნეტის რანგში გამართა პირველი დირექტორთა საბჭოს შეხვედრა, რომელზეც წარადგინა IAUP-ის აღამსრულებელი კომიტეტის  წევრების და მრჩეველთა საბჭოს განახლებული შემადგენლობა.  ასევე, აირჩია 13 ახალი რეგიონის  თავმდჯომარე და წარადგინა მომავალი სამი წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი და მთავარი თემები.

 

იხილეთ პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვა. 

 

იხილეთ BildungsTV - ის სიუჟეტი.

 

იხილეთ "ORF TVthek" - ის სიუჟეტი.