ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს შორის

30 აპრილი 2019

30 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია, უნივერსიტეტების მისიის განხორციელებისა და სტუდენტების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებისთვის ურთიერთთანამშრომლობის ისეთი სისტემის ფორმირება, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტების, როგორც მომავალი სპეციალისტების კონკურენტუნარიანობას და კარიერულ განვითარებას.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ამილახვარმა.