26 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა CSB-ის ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.
მაგისტრანტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარადგინეს:
გიორგი გამრეკელიძე: "შესყიდვების მენეჯმენტის თავისებურებები ქართულ კომპანიებში"
ანა ჯიხვაშვილი:" სოციალური მედია, როგორც ადამიანის რესურსების მართვის ხელსაწყო"
შალვა გრძელიძე: "Covid19 პანდემიის გავლენა ფარმაცევტულ ბაზარზე და ფარმაცევტული ბაზრის მომხმარებლის ქცევაზე"
გიორგი ბოხუა: "მონაცემთა ანალიზის როლი ელექტრონული კომერციის ფუნქციონირებასა და განვითარებაში"
ანასტასია კოხრეიძე: "სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებულ პირთა მოტივაცია და ამაღლების ღონისძიებები"
ნიკა ზიბზიბაძე: "სამოქალაქო აქტივიზმის ინდექსის კვლევა დასაქმების სექტორების მიხედვით (საქართველოს მაგალითზე)"
სამაგისტრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ კომისიის წევრები - ელენე ჯღარკავა, ბუბა ლეჟავა, დავით წიკლაური, თენგო თაქთაქიშვილი და მარია ღლონტი.მაგისტრანტებმა ნაშრომები კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვეს.