CSE-ის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

2 ივლისი 2024

1-ელ ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.

 

კომისიის წინაშე 15 სტუდენტი წარსდგა.

 

დაცვაზე წარდგენილი იყო ისეთი პრობლემური და აქტუალური საკითხები, როგორიცაა: საქართველოში არსებული შემოსავლების უთანასწორობა და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე; რელიგიის გავლენა ეკონომიკაზე; დამამუშავებელი მრეწველობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში; მოდის სექტორი და მისი როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში; სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში; ქცევითი ეკონომიკა და ელექტრონული კომერცია; შრომის ბაზარი დასაქმება და ხელფასების უთანასწორობა, ანალიზი საქართველოს მაგალითზე;

 

კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - ერეკლე პირველი, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი - ვანო ბენიძე და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - თენგიზ თაქთაქიშვილი.