მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ნიკა ზიბზიბაძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

2 ივლისი 2026

2 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ნიკა ზიბზიბაძის სადისერტაციო ნაშრომის - „Beyond Profit: Embedding Sustainable Project Management in Georgia’s Large Organizations“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი-ერეკლე პირველი პროფესორი) საჯარო დაცვა.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ერეკლე პირველი პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • გიორგი ხიშტოვანი,  ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ვახტანგ ფარცვანია, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ხიშტოვანმა.

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით,  ნიკა ზიბზიბაძემ წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი.