აბუ დაბისა და დუბაის სასწავლო ტური

12 მარტი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო ტურით აბუ დაბისა და დუბაიში იმყოფებოდნენ. კავკასიის ტრენინგ ცენტრის (UAE) სასწავლო პროგრამის ფარგლებში, გაიმართა სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და ტრენინგები.

 

სტუდენტები შეხვდნენ სტარტაპერებს, თორნიკე ასათიანს დ მარიამ კაცარიძეს, რომლის ფარგლებშიც სპიკერებმა მათ გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ბიზნესის შექმნისა და განვითარების გზებზე, ისაუბრეს გამოწვევებზე და მისცეს პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ შეიძლება იდეის მზარდ ბიზნესად ტრანსფორმირება.

 

სასწავლო ტურის ფარგლებში, მონაწილეები, ასევე, in5 Innovation Center-ს ესტუმრნენ, სადაც შეიტყვეს დუბაის ინოვაციური ეკოსისტემისა და მეწარმეობის შესახებ. მათ გაიგეს, როგორ ეხმარება ცენტრი სტარტაპებს და მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში, როგორ ხდება ინოვაციური იდეების წარმატებით განხორციელება.

 

გარდა აღნიშნულისა, სტუდენტებმა გაიარეს ტრენინგი თემაზე: „მოლაპარაკების წარმართვა სტარტაპის დაფინანსების მოპოვებაზე“.

 

ტრენინგის ფარგლებში, მათ შეისწავლეს მეწარმეობის საფუძვლები, მასშტაბირებადი ბიზნესმოდელების შექმნა და ბაზარზე გასვლის სტრატეგიები, ასევე, ინვესტორებთან კომუნიკაციისა და დაფინანსების მოპოვების ტექნიკები.

 

სტუდენტებმა მიიღეს ღირებული ცოდნა თანამედროვე სტარტაპეკოსისტემაზე, ინვესტორებთან კომუნიკაციის ხელოვნებაზე და იმ უნარებზე, რომლებიც აუცილებელია ბიზნესის დასაწყებად.

 

ტრენინგის დასასრულს სტუდენტებს, არაფორმალურ გარემოში, პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.