25-27 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა, რუსთავის მედიათეკასთან თანამშრომლობით, რუსთავის IX-XII კლასის მოსწავლეთათვის განახორციელა სამდღიანი ინტენსიური სამეწარმეო ბუთქემფი.
ბუთქემფის მიზანია, სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო ცნობიერების ამაღლება, ინოვაციური აზროვნების წახალისება და სტარტაპ შექმნის ძირითადი კომპონენტების გაცნობა.
მონაწილეებმა ცოდნა გაიღრმავეს სტარტაპ იდეების გენერირების, ბაზრის კვლევის, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების, ბიზნესმოდელის ფორმირების, ფინანსებისა და ფიჩინგის (Pitching) მიმართულებით. ასევე, გუნდურად იმუშავეს რეალურ სამეწარმეო გამოწვევებზე და მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება.
ბუთქემფის ფარგლებში მენტორინგის პროცესში ჩართულები იყვნენ:
- ირაკლი სვანიძე — კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
- გიორგი რაზმაძე — Awork-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (CEO).
სამდღიანი ინტენსიური ბანაკის დასასრულს გაიმართა დემო დღე, სადაც მონაწილე გუნდებმა წარადგინეს საკუთარი სტარტაპ იდეები. ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი, ასევე დასახელდა მედიათეკის რჩეული სტარტაპი. გამარჯვებულებს კავკასიის უნივერსიტეტისგან სიმბოლური პრიზები და მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიება განხორციელდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.