10 დეკემბერს, CU კამპუსში, იტალიელი ბრენდ შეფის, ენცო ნერის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ენცო ნერი აუდიტორიას მსოფლიოში დაგროვებულ კულინარიასთან დაკავშირებულ გამოცდილებას გაუზიარა და წიგნის შესახებ ესაუბრა, რომელიც თბილისში, პანდემიის დროს თავად დაწერა.
ენცო ნერის გამოცდილება მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მოღვაწეობას, მათ შორის ლონდონში, დუბაიში და ნიუ იორკში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.
აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა წიგნი ადგილზე შეეძინა.