ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) ყოველწლიური შემაჯამებელი შეხვედრა

14 სექტემბერი 2022

8-10 სექტემბერს, საბერძნეთში, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) ყოველწლიური შემაჯამებელი და დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის ხელმძღვანელობით. შეხვედრაში მონაწილეობა, ასევე, მიიღო EPLO-ს დირექტორთა საბჭოს წევრმა, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში - იოსებ ნანობაშვილმა.

 

ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე, შეფასდა 2021-2022 აკადემიური წლის შედეგები, ორგანიზაციის, მისი ინსტიტუტებისა  და სხვადასხვა რეგიონული წარმომადგენლობის საქმიანობა, ასევე განიხილეს მიმდინარე ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხები.

 

შეხვედრაზე,  სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის  (EPLO) ინსტიტუტებმა წარმოადგინეს გაწეული საქმიანობის ანგარიში და გამოთქვეს სხვადასხვა იდეა ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდისათვის.