Erasmus+ პროექტის “VIRTUALLYEDU - ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება” ტრენერთა ვორკშოპი

10 მაისი 2024

 

1 მაისს, Erasmus+ პროექტის  - “VIRTUALLYEDU - ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება” ფარგლებში ტრენერთა ვორქშოფი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი მაქსიმ იავიჩი, ასევე, ტექნოლოგიების სკოლის აკადემიური პერსონალი - გიორგი ახალაია, ქეთი გრძელიძე, ირაკლი ფირცხალავა და სერგეი სიმონოვი.

 

პროექტი ,,VIRTUALLYEDU - ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება'' ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპი ითვალისწინებს ტრენერების, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის გადამზადებას აღნიშნული ვორქშოფებით, მეორე ეტაპზე კი ტრენერები მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს ვირტუალური მობილობის ფარგლებში და უზრუნველყოფენ სწავლისა და სწავლების  ახალი მიდგომების დანერგვას საერთაშორისო სტუდენტების გამოცდილების გათვალისწინებით.

 

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ პროექტის ამოცანებსა და დაგეგმილ აქტივობებს, მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული რჩევები  კიბერუსაფრთხოებისა და დიჯიტალიზაციის სწავლების მიმართულებით, ისაუბრეს სწავლების მეთოდოლოგიასა და შესაბამის მიდგომებზე ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად.

 

პროექტი მიზნად ისახავს ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონების ახალგაზრდების დაკავშირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, ფაკულტეტის წევრებთან და აკადემიურ პერსონალთან, რაც ხელს შეუწყობს ციფრული უნარების განვითარებას, დასაქმების ხელშეწყობას და ახალგაზრდული ქსელის გაძლიერებას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებს შორის.

 

კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად, პროექტში ჩართულია 8 პარტნიორი უმაღლესი და ახალგაზრდული ორგანიზაცია, მათ შორის საბერძნეთიდან, შვედეთიდან, საქართველოდან და აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებიდან.