კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, Erasmus+ დღეების (#ErasmusDays2024) ფარგლებში გაიმართა ღონისძიება “Erasmus+ Talks”.
ღონისძიება შედგებოდა რამდენიმე სესიისგან. თავდაპირველად, დამსწრე სტუდენტებს დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცნეს კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესები. ასევე, მათ მიიღეს ინფორმაცია Erasmus+ -ის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო პროგრამაა არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის პროცესისთვის.
ღონისძიების მეორე სესია დაეთმო კავკასიის უნივერსიტეტის იმ სტუდენტების გამოსვლებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს Erasmus+ -ის გრანტით და გაცვლითი სემესტრი ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გაატარეს. მათი გამოსვლები ეხებოდა საერთაშორისო მობილობის მნიშვნელობას პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის.
Erasmus+ Talk ის სესიის მომხსენებლები:
- ლიზი ლაღაძე (კავკასიის სამართლის სკოლა) - “If you want to have something you have never had, you have to do something you have never done” - Inholland university of applied sciences, Kingdom of Netherlands;
- ლიზი ტალახაძე- (კავკასიის ბიზნესის სკოლა) ,,Dear Erasmus, you had me at „Hello” - Inholland university of applied sciences, Kingdom of Netherlands;
- ლიზი გელაშვილი- (კავკასიის ბიზნესის სკოლა) – “Wandering and Wonder: A Semester of Self-Discovery in Darmstadt, Germany” - Darmstadt University of Applied Sciences, Germany;
- ქეთი გოგატიშვილი- (კავკასიის ბიზნესის სკოლა)- “How Erasmus changed my life forever” - Rennes School of Business, France;
- ბარბარე კოპალეიშვილი - (კავკასიის ბიზნესის სკოლა) – “Stepping Out of My Comfort Zone: How Erasmus Changed Me” - Inholland university of applied sciences, Kingdom of Netherlands;
- ლევან პოპიაშვილი- (კავკასიის ბიზნესის სკოლა)- “What does the feeling of true gratitude look like?” - Rennes School of Business, France;
- ნინო მეტრეველი- (კავკასიის ბიზნესის სკოლა)- “Erasmus+ : My Journey of Self-Discovery and Global Perspective” - Inholland university of applied sciences, Kingdom of Netherlands;
- ლიზი მეგრელიშვილი (კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა) – “From Local to Global: The real role of Erasmus” - University of Alcala, Spain.
ღონისძიების მსვლელობისას, სტუდენტების ინტერაქციის წასახალისებლად, ჩატარდა ქვიზი, ონლაინ პლატფორმის საშუალებით სტუდენტებმა უპასუხეს შეკითხვებს ინტერნაციონალიზაციის პროცესებთან და ერაზმუსის პროგრამასთან დაკავშირებით.
გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებსაც კავკასიის უნივერსიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების დასასრულს, დაინტერესებული სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო ტიპის სესია Erasmus+ ის მიმდინარე კონკურსებზე, რამაც სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა დეტალური ინფორმაცია მიეღოთ როგორც შინაარსეობრივ, ისე ტექნიკურ საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი სისტემატირუად ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებული სტუდენტებისათვის, რათა მათში ამაღლდეს ცნობიერება პროგრამისა და შემოთავაზებული დაფინანსებული მობილობების შესახებ.