5-6 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ევროპის ინოვაციური აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი, ანი სინიჟარი ეწვია. სტუმარს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანია 2023 წლიდან ევროპული ინოვაციების აკადემიის საზაფხულო პროგრამის განხორციელების შესაძლებლობის შესწავლა კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსში.
ევროპის ინოვაციური აკადემია ტექნოლოგიურ ინოვაციებზეა ორიენტირებული ყველაზე დიდი მეწარმეობის კურსია, რომელიც Financial Times, Google-სა და ევროპის წამყვან პოლიტიკოსთა მიერ ტექნიკური მეწარმეობის განათლების ლიდერად და ევროპის 100 ციფრულ პიონერთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად არის აღიარებული.
ევროპული ინოვაციების აკადემიის არაკომერციული, საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტების პროფესიონალებთან თანამშრომლობით, მათ შორის სტენფორდის უნივერსიტეტთან, U.C. ბერკლისთან, Google-თან.
პროგრამის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტს მისცეს სტარტაპის შექმნის პრაქტიკული, რეალური ცხოვრებისეული გამოცდილება.
პროგრამის კურსდამთავრებულებს უკვე აქვთ შექმნილი საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული კომპანიები, რომელთა ღირებულებაც ათობით მილიონი დოლარს შეადგენს, მათ შორისაა: Foresight Mental Health, The Farmer’s Dog, Higher Rewards, და სხვა.
თეორიული კურსები წარმოდგენილია "ტედ საუბრის" ფორმატში, რომლის თითოეულ სესიაზეც სწავლის კონცეფციები სრულიად ახლებურად იქნება წარმოდგენილი. სწავლება წარიმართება პირისპი, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს თავიანთ მენტორებთან ყოველდღიური და პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეთ. კურსებს უძღვებიან საუკეთესო მომხსენებლები, მენტორები და ინვესტორები, მთელი მსოფლიოდან.