5 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს ლიგა’’ 2021 გაზაფხულის სეზონის თამაშები დაიწყო.
ჩემპიონატი ტრადიციულად უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და გიორგი ნიშნიანიძის (ფეფე) მამამ, მამუკა ნიშნიანიძემ გახსნეს. გაზაფხულის სეზონის პირველ თამაშზე ერთმანეთს შეხვდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლების საფეხბურთო გუნდი CU "Staff 2" და კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის გუნდი "CST Union".
ჩემპიონატი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტის, გიორგი ნიშნიანიძის (ფეფე) სახელს ატარებს. მასში კავკასიიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 17 გუნდი და უნივერსიტეტის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული 2 გუნდი იასპარეზებს.