2024 წლის, 8 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრმა უმასპინძლა მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - ეთიკური პრინციპები განათლებაში.
კონფერენცია დაეთმო აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის გენერაციული ინსტრუმენტების ეთიკური გამოყენება, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპები უმაღლეს განათლებაში და აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპები სწავლებაში. კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელის პანელურ დისკუსიას თემაზე - ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში, რომლის ონლაინჩართვაც ექსკლუზიურად განხორციელდა.
ღონისძიების მიზანი იყო მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარება და შემთხვევების ანალიზი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აკადემიური სივრცეში ახალი გამოწვევების ეფექტიანად გადაჭრას. ყოველწლიურ კონფერენციას საფუძველი ჩაეყარა ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) ფარგლებში. წელს კი კვლევის ეთიკის საკითხების აქტუალიზება განაპირობა მიმდინარე საერთაშორისო პროექტმაც - „კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში” (ETHICS).
კონფერენცია ტარდება ყოველ წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მასპინძელი უნივერსიტეტის ორგანიზებითა და დაფინანსებით. კონფერენცია ხელს უწყობს საერთაშორისო პროექტით მიღწეული შედეგების მდგრადობასა და განვითარებას.