უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) დირექტორთა საბჭოს სხდომა, მეხიკო სითიში

9 ივნისი 2022

8 ივნისს, მეხიკო სითიში, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) დირექტორთა საბჭოს  სხდომა გაიმართა ჰიბრიდულ ფორმატში.

 

სხდომას უძღვებოდა  IAUP დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.

 

შეხვედრის ფარგლებში, IAUP პრეზიდენტმა, ფერნადო ლეონ გარსიამ, საბჭოს წევრებს წარუდგინა 2020- 2021 წლის საქმიანობის ანგარიში და მომავალი წლის საოპერაციო ბიუჯეტი. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ორგანიზაციის მიერ მომავალი ორ წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებზე,  ასევე განიხილეს  სხვა  პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები.

 

აღსანიშნავია, რომ მეხიკო სითიში  IAUP-ის ორგანიზებით მიმდინარეობს „Leadership Development Program for New and Emerging Leaders“ პროგრამა,  რომელსაც 20-მდე ახლად არჩეული პრეზიდენტი ესწრება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

 

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) დირექტორთა საბჭოს 2021 წლიდან ხელმძღვანელობს სამი წლის ვადით.