23-25 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, კახა შენგელია ჩინეთში, ჟენჯოუში, IAUP-ისა და AUAP-ის ერთობლივ კონფერენციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.
კონფერენციის თემა: „უმაღლესი განათლების მომავალი მოდელი და ხელოვნული ინტელექტი, შესაძლებლობები და გამოწვევები“. თემის ირგვლივ კონფერენციის განმავლობაში ისაუბრეს სანდიეგოს, კალიფორნიის, არიზონასა და მსოფლიოს სხვა წამყვანი უნივერსიტეტების პრეზიდენტებმა. ასევე გაიმართა რამდენიმე პანელური დისკუსია ხელოვნული ინტელექტის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე.
კონფერენცია ჩატარდა სიას უნივერსიტეტის 20 წლის იუბილეს ფარგლებში, თემაზე: „უმაღლესი განათლების მომავალი მოდელი და ხელოვნული ინტელექტი, შესაძლებლობები და გამოწვევები“.
კონფერენციას მსოფლიოს 28 ქვეყნის 70 პრეზიდენტი და 4 საერთაშორისო ასოციაციის IAUP (უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაცია); AUAP (აზიისა და წყნარი ოკეანეს უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია); IAU (უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია) და WFUNA (გაერთიანებული ერების მსოფლიო ფედერაციის ასოციაცია) ლიდერები დაესწრნენ.
კონფერენცია 23 მაისს გაიხსნა ოფიციალური ცერემონიით და 25 მაისს დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მონაწილე უნივერსიტეტებს შორის. ასევე, გაიმართა IAUP-ის მმართველი საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრები, რომლის ფარგლებში IAUP-ის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და გენერალური მდივანმა, ჯერალდ რეიზინგერმა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინეს და დაგეგმილ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ჩინეთში ასევე გაიმართა IAUP-ის მმართველი საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრები, რომლის ფარგლებში IAUP-ის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და გენერალურმა მდივანმა, ჯერალდ რეიზინგერმა წარმოადგინეს ანგარიშები და ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და დაგეგმილ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.