IAUP მმართველი საბჭოს 2021 წლის პირველი ონლაინ შეხვედრა

4 თებერვალი 2022

 

3 თებერვალს, IAUP მმართველი საბჭოს  2021 წლის პირველი ონლაინ შეხვედრა  გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა  კახა შენგელია, უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის ბორდის თავმჯდომარე. 

 

შეხვედრაზე  საბჭოს წევრებმა განიხილეს  ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები. ასევე, საპრეზიდენტო მანდატის გადაბარებასთან დაკავშირებული საკითხები. დაიგეგმა საერთაშორისო კონფერენციები, რომლებიც მომავალი სამი წლის განმავლობაში ჩატარდება, კოლუმბიაში, იაპონიაში, ეგვიპტესა და ბრიტანეთში. 

 

კახა შენგელია უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე IAUP გენერალურმა ასამბლეამ  2021 წლის აგვისტოში აირჩია. იგი საბჭოს სამი წლის ვადით უხელმძღვანელებს.