საინფორმაციო შეხვედრა „ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცასთან“

12 დეკემბერი 2022

10 დეკემბერს, საინფორმაციო შეხვედრა „იცას“ ცენტრის აბიტურიენტებთან გაიმართა.

 

ღონისძიებაზე აბიტურიენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების, იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU მათ სთავაზობს.  

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. პრეზენტაციის დასრულების შემდგომ აბიტურიენტები სკოლების დეკანებს შეხვდნენ და იმ პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, რომლებზეც გეგმავენ ჩაბარებას.

 

შეხვედრა ტრადიციულად კამპუსი ტურით დამთავრდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, რომ გასცნობოდნენ CU-ის გარემოსა და ინფრასტრუქტურას.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტსა და „ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცა“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების და სხვადასხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვას, განხორციელებას, ცოდნის, გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლა-გაზიარებას როგორც  საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო და სხვა მიმართულებებით.