საერთაშორისო კონფერენცია “ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე”

14 ივნისი 2024

13 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტმა “ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე” საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. სამეცნიერო ფორუმი 12 ივნისს გაიხსნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს ორ უნივერსიტეტთან ერთად კონფერენციის ორგანიზატორია მადრიდის კომპულტენსეს უნივერსიტეტი.

 

კონფერენციაზე შეკრებილმა მკვლევრებმა: ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ბრიტანეთიდან, ქართველ მეცნიერებთან ერთად იმსჯელეს ორი იბერიის კულტურებისა და მათი შესწავლის შესახებ.

 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ერეკლე ასტახიშვილი, კომპულტენსეს უნივერსიტეტის პროფესორი დავიდ ერნანდეს დე ლა ფუენტე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ეკატერინე კობახიძე. კონფერენციის მეორე პლენარული სესიასა და  პარალელურ სექციებზე - “ორი იბერია - კავშირი საუკუნეთა მანძილზე? მედიტერანულ კულტურათა ისტორიულ და ენობრივ ურთიერთობათა პრობლემატიკა” წარმოდგენილი იყო 15 მოხსენება, გაიმართა საინტერესო დისკუსია. კონფერენციის ფარგლებში, მთარგმნელთა მრგვალი მაგიდის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ მთარგმნელები საქართველოდან, ესპანეთიდან და არგენტინიდან. კონფერენციის დასასრულს კავკასიის უნივერსიტეტს ესტუმრა საქართველოში ესპანეთის სამეფოს საელჩოს საქმეთა რწმუნებული, მარკოს გრანადოს გომესი. სტუმრებს ქართული ფოლკლორი და ცეკვა გააცნეს კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა და ცეკვის ანსამბლებმა, გაიმართა ქართული და ესპანური ღვინოების დეგუსტაცია.

 

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ჩატარდება ორ წელიწადში ერთხელ, მომდევნო სამეცნიერო დისკუსიას უმასპინძლებს მადრიდის კომპულტენსეს უნივერსიტეტი.