პლაგიატის პრევენციისა და აკადემიური კეთილსინდისიერების საერთაშორისო დღე

20 თებერვალი 2025

19 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტი ტრადიციულად შეუერთდა პლაგიატის პრევენციისა და აკადემიური კეთილსინდისიერების საერთაშორისო დღეს.

 

ამ დღესთან დაკავშირებით, აკადემიური წერის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ონლაინშეხვედრა ხელოვნური ინტელექტის გენერაციული ხელსაწყოების არაკეთილსინდისიერ გამოყენების შესახებ. ონლაინშეხვედრაზე მონაწილეებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას. მომხსენებლები იყვნენ: თამარ ჩოკორაია, აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი, ეკა აკობია, სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ლელა აბდუშელიშვილი, პროფესორი, აკადემიური წერის ლექტორი, თენგიზ ვერულავა, პროფესორი, ხატია ჯანგავაძე, პროფესორი, აკადემიური წერის ლექტორი, ნინო პოპიაშვილი, პროფესორი, აკადემიური წერის ლექტორი.

 

მომხსენებლებმა ისაუბრეს საუნივერსიტეტო რეგულაციების შესახებ, ასევე ხელოვნური ინტელექტის დეტექციის ხელსაწყოებზე, სადიპლომო ნაშრომებსა და რეფერატებში და ცალკეულ სასწავლო კურსებში სტუდენტთა მიერ ხელოვნური ინტელექტის მექანიკურად გამოყენების ფორმებსა და ხარვეზებზე.

 

ონლაინ შეხვედრას ჰქონდა ინტერაქციული ხასიათი, მსმენელებმაც ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე. აკადემიური წერის ცენტრი მომავალშიც გეგმავს აღნიშნული ტიპის შეხვედრებს, რათა საუნივერსიტეტო საზოგადოებაში ხელი შეუწყოს ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენების კულტურის ფორმირებას.